საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 20, 2024

20.02.24 – ქალაქი ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან დასავლური კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, ევროკავშირის გაფართოების ისტორიის, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა და, ზოგადად, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე, აღნიშნული პროპაგანდის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.