საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 10, 2023

10.04.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მოადგილის თამარ მოდებაძის ინიციატივით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკირს ვალდებულებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.