საქართველოს წითელი ჯვრის ამბროლაურის ფილიალის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 20, 2023

20.10.23 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს წითელი ჯვრის ამბროლაურის ფილიალის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექზნიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.