საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ

აპრილი 30, 2024

30.04.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა სოფიო ბერიშვილმა და მეორე პოლიტიკურმა მდივანმა ჯორჯინა ჰარსმვორთიმ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებზე, არსებული თანამშრომლობის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე, ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ეგიდით განხორციელებულ აქტივობებზე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. საელჩოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ჩივნინგის სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამაზე, მასში მონაწილეობის პროცედურებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.

შეხვედრას ესწრებოდა ბსუ-ს რექტორის მოადილე თამარ სირაძე, უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და სტუდენტთა კარიერული მომსახურების დეპარტამენტების წარმომადგენლები.