სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 21, 2022
21.01.22 – სამცხე-ჯავახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთიანი მომავლისთვის“ ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.