სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
თებერვალი 24, 2022
24.02.22 – სამცხე-ჯავახეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
75-მდე მსმენელს შეხვედრაზე „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას მოდერაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.