სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 1, 2022

01.04.22 – სამცხე-ჯავახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი დავით ძიძიშვილი, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.

შეხვედრას, რომელსაც 100 პედაგოგი ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.