სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

დეკემბერი 20, 2021

20.12.21- სამცხე-ჯავახეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

80-მდე მონაწილესთან სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელზე, რომლითაც საქართველო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.