სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 17, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი, შეხვედრის მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის სააფრთხეებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.