სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან დეზინფორმაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა
მაისი 25, 2021
25.05.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა სამედიცინო პერსონალისთვის ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე ონლაინ სემინარი გამართა.
მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო სფეროს 70-მდე წარმომადგენელთან დავით ძიძიშვილმა ვრცლად ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და ნარატივებზე, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ასევე განხილული იქნა COVID-19 -ის პანდემიის ფონზე, გავრცელებული მძლავრი, ცრუ საინფორმაციო კამპანიები და მათგან გამომდინარე საფრთხეები.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, რომელმაც ცენტრის საქმიანობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.