სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო, ქ. ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ჩაერთო
მაისი 26, 2022
26.05.22 – ხობი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიურო, ქ. ხობში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ჩაერთო.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ ლიტერატურას, ასევე, ჩართულიყვნენ თემატურ ვიქტორინაში, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ხობში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო, სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.