სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 28, 2021

28.10.21 – სამეგრელო

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობა 130-მდე პედაგოგმა მიიღო.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.