სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 19, 2021

19.11.21 – სამეგრელო-ზემო სვანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებზე და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრას, რომელსაც მუნიციპალიტეტების 60-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.