სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

თებერვალი 18, 2022

18.02.22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე, რომელსაც 140-მდე პედაგოგი და მოსწავლე ესწრებოდა, ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ნარდაიამ, ნატო-ს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.