სამეგრელოს რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

სექტემბერი 16, 2021

16.09.21 – ზუგდიდი, სენაკი, აბაშა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარს, რომელსაც 80-მდე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ესწრებოდა „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მომხსენებელმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.

სემინარი საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.