სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა სტუდენტებისთვის ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ შეხვედრა გამართა
მაისი 17, 2021

17.05.21 – თბილისი
ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და გამკლავების საკითხებზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა.
100-მდე სტუდენტისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, კირსტი ნარინენმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად კოორდინირებულად მოქმედების და მულტიდისციპლინარული მიდგომების მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.