სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 10, 2024

10.10.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე თემატური სემინარი გამართა.

ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე, ვრცლად ისაუბრა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებზე, პროპაგანდის წარმოების თავისებურებებზე, საინფორმაციო გარემოში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. განხილულ იქნა აგრეთვე, პრაქტიკული მაგალითები.