,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ,,ევროპისკენ მიმავალი გზა“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 11, 2022

11.07.22 – ქუთაისი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ,,ევროპისკენ მიმავალი გზა“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პირველადი საორგანიზაციო გასვლა წყალტუბოში დევნილ მოსახლეობასთან.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.