სამტრედიაში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 16, 2022
16.06.22 – სამტრედია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამტრედიაში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, პარტნიორობაზე, გაწევრიანების მექანიზმებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საგარეო ურთიერთობებში თანამედროვე გამოწვევებზე.
შეხვედრას სამტრედიის მერი დავით ბახტაძე და აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.