სამტრედიის მეორე საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 6, 2023

06.06.23 – სამტრედია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლობით, სამტრედიის მეორე საჯარო სკოლაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო.

საუბარი შეეხო ნატოს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ალიანსის სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და თანამშრომლობის ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.