სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 25, 2021

25.05.21 – სოფელი იანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.