სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 30, 2023

30.11.23 – სამტრედია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო მოხელეებთან, ააიპებისა და სამსახურების წარმომადგენელებთან შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, ეკა ქარდავამ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცედურებს. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.