სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 20, 2024
20.02.24 – სამტრედია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის N9 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქოსა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ნატოს შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ცენტრის სტაჟიორმა ლუკა მესხმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.