სამტრედიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

თებერვალი 20, 2024

20.02.24 – სამტრედია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან „ახალი თაობა“ თანამშრომლობით, სამტრედიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა სამაგიდე თამაშზე EU&NATO, რომელიც პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ფარგლებში შეიქმნა.

სამაგიდე თამაში ორმა გუნდა ითამაშა, რომელსაც მოდერატორობას ცენტრის სტაჟიორები ნინა მიქიაშვილი და ლუკა მესხი უწევდნენ.

სამაგიდე თამაშის მიზანი, კითხვებზე სწორი პასუხის გაცემით და დაბრკოლებების გადალახვით, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.