სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 25, 2023
25.10.23 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვასილ მოსიაშვილი.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.