საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 14, 2022
14.06.22 – სოფელი ავლევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რაც საქართველომ ხელშეკრულების შედეგად უკვე მიიღო.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.