საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 20, 2022

20.05.22 – ზემო ნიქოზი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიქოზში მცხოვრები მოსახლეობისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც 45-მდე მონაწილე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მოსახლეობისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა, როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ გამოწვევებზე, რაც ამ პროცესს ახლავს თან. გარდა ამისა, მომხსენებელმა დეზონფორმაციის გავრცელების საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.