საქართელოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ანა ცანავამ, თეონა ზურაბაშვილმა და სალომე აბულაძემ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.