საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე რუსთავის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 24, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ქალაქ რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების თემატიკაზე სემინარი ჩაატარა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფრომაცია: ასოცირების უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, Erasmus+ ის შესაძლებლობებზე და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ ძირითად მითებზე. მონაწილეებმა მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს ინტერაქტიული ვიქტორინის საშუალებით.
ონლაინ სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.