საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 31, 2021
31.03.21 – სოფელი ანისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.