საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის ბიუროში შეხვედრა გაიმართა
აპრილი 27, 2022
27.04.22 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტის „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ ფარგლებში, პროექტის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინი ვიქტორინა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი ახორციელებს, პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით.