საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის საკითხებზე ახლაგაზრდებისა და სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

მარტი 29, 2022

29.03.22 – რეგიონები

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახლაგაზრდებისა და სტუდენტებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც 40-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და არსებულ სამომავლო პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო იმ რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების თანახმად უნდა განხორციელდეს მომდევნო წლებში.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.