„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ მონაწილეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 25, 2021
25.11.21 – მარნეული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განათლებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ახალგაზრდებს ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია გააცნო. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.