„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 2, 2021
02.12.21 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განათლებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ რიგით მესამე სემინარი ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, თემურ სუყაშვილმა, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობის არსებულ მექანიზმებსა და პროგრამებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე საუბარსა და მასთან გამკლავების მეთოდების განხილვას დაეთმო. ღონისძიების დასასრულს, შემაჯამებელი ვიქტორინა ჩატარდა და გამარჯვებულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.