საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარების ციკლი დაიწყო
მარტი 31, 2022
31.03.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარების ციკლი დაიწყო.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.