საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 11, 2022

11.04.22 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ორგანიზაცია ინგლისური ენის პედაგოგთა სივრცის ადმინისტრაციის ინიციატივით, პროექტის „გახდი შემოქმედი: წაიკითხე, იფიქრე, გადარჩი“ მონაწილეებთან შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ცაცუა შეხვედრის მონაწილეებს საქართველო- ნატოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.