საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ დარჩელის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 19, 2021
19.03.21 – სოფელი დარჩელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაცსაინფორმაციო ცენტრი ნატოსა დაევროკავშირის შესახებ, საქართველოშიამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანერთად ახორციელებს.