საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 2, 2021

02.04.21 – სოფელი ცაიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-ს დაარსების ისტორიაზე, ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.