საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საკრებულოების თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 27, 2021
27.07.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქეთევან ჭუმბაძემ რეგიონების საკრებულოების თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს დასავლური კურსის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ლექციაზე, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 40-მდე საკრებულოს თანამშრომელი ესწრებოდა, ქეთევან ჭუმბაძემ ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და დიპლომატიის მნიშვნელვან როლზე. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებს.
შეხვედრას, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა მარიამ დოლიძემ გაუწია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-სსაელჩოსთან ერთად ახორციელებს.