საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 29, 2020

29 მაისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ახალგაზრდებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ანა ცანავა და სალომე აბულაძე უძღვებოდნენ.
მომხსენებლებმა ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.
სემინარი ზუგდიდის ამერიკული კუთხის ინიციატივით, საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში გაიმართა.