საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროკავშირის საკითხებზე “ჩართულობის აკადემია” დაიწყო
ნოემბერი 25, 2020
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი, ” ჩართულობის აკადემია” დაიწყო.
„ჩართულობის აკადემიის“ პირველი ვებინარი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დინამიკაზე, ამ მხრივ მიღწეულ შედეგებსა თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე ესაუბრა. ვახტანგ მახარობლიშვილმა
შეხვედრას მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა, რომელმაც ახალგაზრდებს დეზინფორმაციული გამოწვევებისა და ანტი-დასავლურიპროპაგანდის საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.
“საინფორმაციო ცენტრი რეგულარულად ახორციელებს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ფორმატის პროექტებს. იმისათვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება მიმდინარე პროცესების, იმ ხელშესახები სარგებლის და შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.
ვებინარი აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ევროკავშირის საკითხებზე სრული კურსი შედგება ხუთი ვებინარისგან და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გაიგონ მეტი ევროკავშირის ისტორიის, ინსტიტუტებისა და ფასეულობების შესახებ; გამოცდილ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, შედეგები და სამომავლო პერსპექტივები. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში.