საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 8, 2021
08.04.21 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. მსმენელებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაცვლით პროგრამებზე და კერძოდ კი, Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე მოისმინეს ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.