საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 29, 2021

29.09.21 – სამეგრელო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან საქართველოს ევროინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავა უძღვებოდა. მომხსენებელმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ფასეულობებს, მიზნებსა და გაწევრიანების კრიტერიუმებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.