საქართველოს სტუდენტური პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 15, 2021
15.10.21 – იმერეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგნელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებთან უვიზო მიმოსვლაზე, შენგენის ზონაში გადაადგილების წესებსა და საჭირო დოკუმენტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს სტაჟიორმა შოთა კვარაცხელიამ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+ და ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.