საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ახალგაზრდებისთვის Erasmus+ პროგრამის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით Erasmus+ პროგრამის შესახებ ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალაგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებში განათლებით კუთხით აღებულ ვალდებულებებზე, ხოლო Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.