საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2022
23.03.22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, დიასპორისა და კავკასიურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ალიანსის ისტორიაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების უალტერნატივობას. საუბარი, ასევე, შეეხო ნეიტრალიტეტს, როგორც საქართველოსთვის მიუღებელ ალტერნატივასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ მითებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.