საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 13, 2021
13.10.21 – კახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძირითად საკითხებსა და ევროკავშირის მხრიდან მიღებულ ეკონომიკურ დახმარებებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.