საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 29, 2021

29.09.21 – ქვემო ქართლი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევებზე ისაუბრა.

დისკუსიის ფორმატში საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.