საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 25, 2021
25.03.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გიამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა დასავლურ ინსტიტუტებთან სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, კერძოდ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ევროინტეგრაციის პროცესში კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის სტრატეგიები, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეები, დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.