საქართველოს სტუდენტური პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 30, 2021

30.09.21 – იმერეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.